მართვის მოწმობა

სტუდენტებს მართვის მოწმობის აღება შეღავათიან ფასად შეეძლებათ

სტუდენტებს მართვის მოწმობის აღება 15 ლარად შეეძლებათ. ამასთან დაკავშირებით ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ” კანონში შედის. აღნიშნული ცვლილების ინიცირება დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდა.

ცვლილებების თანახმად, სტუდენტისათვის მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირველადი დაშვებისთვის მომსახურების საფასური 15 ლარით განისაზღვრება. ამასთან, გამოცდის თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, სტუდენტი ყველა სხვა გადასახადისგან თავისუფლდება.

კანონის დღეს მოქმედი ნორმით, აღნიშნული პროცედურა რიგით მოქალაქეს 55 ლარი უჯდება, კერძოდ, გამოცდაზე დაშვება – 40 ლარი ღირს, ხოლო მართვის მოწმობის მიღება 15 ლარი.

 

კომენტარები