დავით ბაქრაძე

დავით ბაქრაძე: აქციები დემოკრატიის ჩვეულებრივი ნაწილია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, კოალიცია ქართული ოცნების მიერ გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, აქციები დემოკრატიის ნაწილია და კანონის ფარგლებში, ადამიანების მიერ საკუთარი აზრის გამოხატვაში, ვერაფერს ხედავს ,,უარყოფითსა და დრამატულს''.

,,ეს არც პირველი აქცია იყო საქართველოში და არც უკანასკნელი, უფრო დიდი აქციებიც გვინახავს და უფრო მცირეც. ჩვენი ამოცანაა არა ის, რომ ადამიანები ვთვალოთ და აქციების მიხედვით ვაფასოთ პოლიტიკოსების ძალა, არამედ, გავაგრძელოთ იმის კეთება, რაც ადამიანებს ცხოვრებას გაუადვილებს, მათ პრობლემებს და ქუჩაში გამოსვლის საჭიროებას მოუხსნის.’’-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები