ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილს ჰილარი კლინტონთან შეხვედრა სურს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ჰილარი კლინტონთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

როგორც ბიძინა ივანიშილმა განაცხადა, ამ დროისთვის აღნიშნულ თემაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

,,დღეს გავეცნობი ამ საკითხს, შევკრებ ჯგუფს და გავაანალიზებთ შესაძებლობებს. ვიცი, რომ ქალბატონი კლინტონი ძალიან მოკლე დროით ჩამოდის. ჯერ არ ვიცი, რამდენად მოხერხდება ჩვენი შეხვედრა, მაგრამ ყოველშემთხვევაში მცდელობა გვექნება.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, კავკასიური ტურნეს ფარგლებში 5 ივნისს საქართველოს ეწვევა და ბათუმში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიას გახსნის.

კომენტარები