ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: გია ნოდიას ტიპის დემაგოგები ჩემი მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებენ

დღეს გამართულ ბრიფინგზე, კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშილმა, გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებზე ისაუბრა და პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებებს გამოეხმაურა.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეკა კვესიტაძის გადაცემაში მისული გია ნოდიას გამოსვლა ,,ხელისუფლების განხორციელებული ზეწოლის კიდევ ერთი მაგალითია’’.

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა, გია ნოდიას ,,დემაგოგი’’, ხოლო მის გამოსვლას ,,უსუსური’’ უწოდა.

,,ვეროპაშიც ბევრია, ნოდიას ტიპის დემაგოგი, მაგრამ გპირდებით ასეთი ხალხი ჩემი მოსვლის შემდეგ აღარ იარსებებს. მე არავის ვემუქრები გათავისუფლებით, ყველა დარჩება თავის თანამდებობაზე, უბრალოდ გარემო იქნება ისეთი, რომ მოუწევთ რიტორიკის დახვეწა და რეკონსტრუირება.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოლიტოლოგმა გია ნოდიამ გუშინდელი აქციის შეფასებისას განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალის მიერ საარჩევნო კამპანიის მომხრეების მობილიზაციით დაწყება ნორმალური მოვლენაა, თუმცა აქციაზე ,,იმდენი ხალხი არ ყოფილა, რამდენიც მათ სურდათ’’.

კომენტარები