რეიტინგი

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები

სააგენტო Millward Brown -ის მიერ მომზადებული ყოველწლიური მსოფლიოს ძვირადღირებული ბრენდების კვლევის - BrandZ-ის მიხედვით, რეიტინგის პირველი ათეული თითქმის მთლიანად ტექნოლოგიურმა კომპანიებმა დაიკავეს.

წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდის ტიტული კორპორაცია Apple -მა შეინარჩუნა. გასულ წელს ბრენდის ღირებულება 19%-ით, 183 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. Apple-თან ერთად რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ IBM, Google, McDonald's Microsoft. რეიტინგში მეექვსე ადგილზე კომპანია Coca-Cola-ა, მას მოსდევს Marlboro. ათეულს ტელესაკომუნიკაციო კომპანიები ასრულებენ: AT&T, Verizon და China Mobile.

 

კომენტარები