ჩიკაგოს სამიტი

ნატოს სამიტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა

ჩიკაგოში ნატოს სამიტის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქტივისტებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობით, რომელშიც მონაწილეობას 2500 – ზე მეტი ადამიანი იღებდა, ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი პროტესტს ქვეყანაში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობისადმი გამოხატავენ. მათი თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის შექმნაზე უნდა იზრუნოს, სადაც დიდი ყურადღება არა კორპორაციებსა და მილიარდერებს, არამედ უბრალო მოქალაქეებს დაეთმობათ.

Svobodanews.ru - ს ინფორმაციით, მსვლელობის მონაწილეებმა აღნიშნული აქციით თავიანთი დამოკიდებულება ავღანეთში ნატოს სამხედრო მისიისადმიც გამოხატეს. აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა.

გამოცემის ცნობით, კიდევ უფრო მასშტაბური საპროტესტო აქცია სამიტის გახსნის დღეს იგეგმება.

ჩიკაგოში ნატოს სამიტი 20–21 მაისს გაიმართება. სამიტს აშშ–ში ოფიციალური ვიზიტით მყოფი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება.

 

კომენტარები