სტატისტიკა

ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით გაიზარდა. ამ გზავნილების 92.3% 11 ქვეყანაზე - გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი, ესპანეთი, უკრაინა, აშშ, იტალია, საბერძნეთი, რუსეთი - მოდის. ამ ქვეყნებიდან შემოსული გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2012 წლის აპრილში სულ ქვეყანაში გზავნილების სახით 112.6 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა.

კომენტარები