რეიტინგი

საქართველო ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგში

საერთაშორისო დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ Save The Children ბავშვის განვითარებისთვის საუკეთესო ქვეყანათა რეიტინგი გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ჩამონათვალში საქართველო 42 - ე ადგილზეა და ”შედარებით ნაკლებად განვითარებული ქვეყნების” კატეგორიაში შედის.

რეიტინგი ბავშვების სწორი განვითარებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურისა და სახელმწიფოს მიერ დედის ხელშეწყობის ხარისხის მიხედვითაა შედგენილი. დედობისათვის საუკეთესო ქვეყნების შერჩევისას გათვალისწინებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოებში არსებული ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, მედპერსონალის კვალიფიციურობა, აგრეთვე, მშობლების ფინანსური შესაძლებლობები და განათლება.

რეიტინგის მიხედვით, დედობისათვის საუკეთესო ადგილი ნორვეგიაა, ხოლო ყველაზე ცუდი - ნიგერია.

ჩამონათვალში თურქეთს 47 - ე ადგილი უკავია, სომხეთს 30 - ე, ხოლო რუსეთი განვითარებულ ქვეყანათა ქვედანაყოფში 37-ე ადგილზეა.

რეიტინგში სულ 165 ქვეყანაა შესული.

 

კომენტარები