ევრო 2012

შვედეთის ნაკრები

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ჰამრენმა ის 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში მიიწვია.

შვედები D ჯგუფში იასპარეზებენ: 11 ივნისს კიევში ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ უკრაინას დაუპირისპირდებიან, 15 ივნისს იქვე ინგლისს გაეჯიბრებიან, 19 ივნისს კი კიევშივე შეხვდებიან საფრანგეთს.

მეკარეები: ანდრეას ისაკსონი (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია), იოჰან ვილანდი (კოპენჰაგენი, დანია), პარ ჰანსონი (ჰელსინგბორგსი)

მცველები: მიკაელ ანტონსონი (ბოლონია, იტალია), ანდრეას გრანკვისტი (ჯენოა, იტალია), ოლოფ მელბერგი (პირეოსის ოლიმპიაკოსი, საბერძნეთი), იონას ოლსონი (ვესტ ბრომვიჩ ალბიონი, ინგლისი), მარტინ ოლსონი (ბლექბერნ როვერსი, ინგლისი), მეჰრანგ საფარი (ბრიუსელის ანდერლეხტი, ბელგია), მიკაელ ლუსტიგი (გლაზგოს სელტიკი, შოტლანდია)

ნახევარმცველები: ემირ ბაირამი (ენსხედეს ტვენტე, ჰოლანდია), რასმუს ელმი (ალკმაარის აზ 67, ჰოლანდია), სამუელ ჰოლმენი (ისტამბული, თურქეთი), კიმ კალსტრიომი (ლიონი, საფრანგეთი), სებასტიან ლარსონი (სანდერლენდი, ინგლისი), ანდერს სვენსონი (ელფსბორგი), პონტუს ვერნბლოომი (მოსკოვის ცსკა, რუსეთი), კრისტიან ვილჰელმსონი (ალ ჰილალი, საუდის არაბეთი)

თავდამსხმელები: იოჰან ლემანდერი (სტამბულის გალათასარაი, თურქეთი), ტობიას ჰისენი (გიოტებორგი), ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი, იტალია), მარკუს როსენბერგი (ბრემენის ვერდერი, გერმანია), ოლა ტოივონენი (პსვ ეინდჰოვენი, ჰოლანდია)

კომენტარები