ჰააგა

რატკო მლადიჩის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იწყება

დღეს ჰააგაში ბოსნიელი სერბების შეიარაღებული ძალების ყოფილი მეთაურის, რატკო მლადიჩის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი იწყება.

მლადიჩს ბრალად ედება ბოსნიასა და ჰერცოგოვინას ომის მსვლელობისას ჩადენილ სხვადასხვა სამხედრო დანაშაულში მონაწილეობა. იგი აგრეთვე, ბრალდებულია 1995 წელს სრებრენიცაში განხორციელებულ გენოციდში, რომლის დროსაც შვიდი ათასზე მეტი მუსულმანი მამაკაცი დაიღუპა.

ბოსნიელ სერბთა ყოფილი სამხედრო მეთაური მთლიანობაში 106 სხვადასხვა დანაშაულშია ეჭვმიტანილი. თავდაპირველად ბრალდებების რიცხვი ორჯერ მეტი იყო, თუმცა მათი ნაწილი მლადიჩს გასული წლის დეკემბერში მოეხსნა, მის გაუარესებულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

მლადიჩი 16 წლის განმავლობაში იმალებოდა. სამართალდამცავებმა მისი დაკავება გასული წლის მაისში ბელგრადთან ახლოს მოახერხეს.

 

კომენტარები