ჰააგა

მლადიჩის საქმის განხილვა გადაიდო

ყოფილი იუგოსლავიის ომის დანაშაულების ტრიბუნალზე   ბოსნიელი სერბების სამხედრო ლიდერის, რატკო მლადიჩის საქმის განხილვა გადაიდო. იმისათვის, რომ ადვოკატებს სასამართლო პროცესისთვის მეტი დრო ჰქონდეთ , მოსმენა 27 მარტის ნაცვლად 14 მაისს გაიმართება.

69 წლის მლადიჩი ეჭვმიტანილია ბოსნიის ომის დროს, ომის 11 დანაშაულის ჩადენაში , მათ შორის გენოციდში. მასვე უყენებენ სრებრენიცაში 8 ათასამდე მუსლიმის დახოცვის ბრალდებას.

თექვსმეტ წლიანი ძებნის შემდეგ მლადიჩი გასულ წელს სერბიაში დააკავეს და ჰააგის  საერთაშორისო სასამართლოს  გადასცეს.

რატკო მლადიჩი ბრალდებებს უარყოფს. ჯანმრთელობის მდგომარების გაუარესების გამო, დეკემბერში  მას შეუმცირეს იმ დანაშაულთა რიცხვი , რომელთა გამოც ბრალს უყენებენ. აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე მლადიჩი ფილტვების ანთების დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს.

2006 წელს, ყოფილი იუგოსლავიის პრეზიდენტი სლობოდან მილოშევიჩი ჰააგაში პატიმრობაში გარდაიცვალა.

 

კომენტარები