საბერძნეთში 6 მაისის საპარლამენტო არჩევნები დასრულდა.
წინასწარი მონაცემებით, ორმა მმართველმა პარტიამ, რომლებიც ბეილაუთის პოლიტიკის მომხრეა, გასულ არჩევნებთან შედარებით, ხმათა დიდი რაოდენობა დაკარგა:
ეგზიტპოლების ამჟამინდელი მონაცემებით, 19%-20.5%-ით ლიდერობს „ახალი დემოკრატები“ - 2009 წელს მათ ხმათა 33.5% აიღეს.
ხმათა 15.5-18.5 პროცენტით მეორე ადგილზეა რადიკალ-მემარცხენე პარტია „სირიზა“, რომელიც მთავრობის მიერ გატარებულ მკაცრ ზომებს ეწინააღმდეგება.
მესამე ადგილს სოციალისტური პარტია „პასოკი“ იკავებს ხმათა14-17%-ით - უკანასკნენელ არჩევნებზე ამ პარტიამ ხმათა 43.9% მიიღო.
ეგზიტ-პოლების მიხედვით, ბარიერი გადალახა და 6-8%-ით პარლამენტში შევა ნეო-ნაცისტური პარტიაც.
იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი პარტია მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობის მოგროვებას ვერ შეძლებს, გამარჯვებულს მოწინააღმდეგეებთან კოალიციის შექმნა მოუწევს. კოალიციაზე მოლაპარაკებები სამ დღეს გასტანს.მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში, კოალიციის შექმნას მეორე ადგილზე მყოფი პარტია ცდის, შემდეგ - მესამე ადგილოსანი.თუ, მცდელობის მიუხედავად, კოალიცია არ შედგა, საბერძნეთს კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება მოუწევს. მსგავსი სცენარი კი არც ისე სასიამოვნო იქნება საბერძნეთის საერთაშორისო კრედიტორებისთვის.




