საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ ავსტრიული შეკრების შემდეგ ის ფეხბურთელები დაასახელა, რომლებიც სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ:
მეკარეები: ალექსანდრე ადამია (თბილისის ოლიმპი), ნიკა შერმადინი (უგუნდოდ)
მცველები: ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, გიორგი გაბაძე (ყველა თბილისის ლოკომოტივი), გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა თბილისის დინამო), ლაშა დვალი (თბილისის ოლიმპი)
ნახევარმცველები: გიორგი აბურჯანია (თბილისის ოლიმპი), მათე ცინცაძე (თბილისის ლოკომოტივი), არჩილ მესხი, ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი (თბილისის დინამო), ნიკა ახვლედიანი (ზუგდიდის ბაია)
თავდამსხმელები: დავით დარციმელია, ალეკო მზევაშვილი, დავით ჯიქია (ყველა თბილისის ლოკომოტივი), ვანო წილოსანი (თბილისის დინამო)
ქართველი 17-წლამდელები პარასკევს, 4 მაისს ევროპირველობის პირველ მატჩს ჩაატარებენ ლიუბლიანაში, გერმანიის ნაკრებთან. 7 მაისს, დომზალეში ჩვენი გუნდი საფრანგეთს დაუპირისპირდება, 10 მაისს კი იქვე ისლანდიას. 13 მაისს ნახევარფინალებია, ევროპის ჩემპიონი კი 16 მაისს გამოვლინდება. მთავარი პრიზისთვის ბრძოლას ჯგუფების პირველ-მეორეადგილოსნები გააგრძელებენ.





