ესპანეთის სასამართომ ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, ლუის რუბიალესი ფეხბურთის ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე კოცნის სკანდალის გამო დამნაშავედ სცნო და 10 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
2023 წელს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ფეხბურთში ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ გამართული დაჯილდოების ცერემონიის დროს ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელ ჯენი ერმოსოს მისი ნებართვის გარეშე ტუჩებში აკოცა. ინციდენტმა მალევე დიდი სკანდალი გამოიწვია.
ნებართვის გარეშე კოცნაში გამამტყუნებელი განაჩენის მიუხედავად, სასამართლომ "იძულებით გავლენის მოხდენის" ბრალდებაში რუბიალესი და კიდევ სამი პირი უდანაშაულოდ სცნო.
პროკუტარურა რუბიალესისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. ასევე, სამი პირისთვის, რომელსაც გამოძიება ამტკიცებდა, რომ ცდილობდნენ ფეხბურთელზე წნეხის მოხდენას, რათა მას ეთქვა, რომ რუბიალესმა მას მისი თანხმობით აკოცა.
FIFA-მ რუბიალესის წინააღმდეგ დისციპლინური პროცედურები 2023 წლის 24 აგვისტოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ერმოსომ თქვა, რომ ის საკუთარი ინტერესების დასაცავად იბრძოლებს და მსგავსი ქმედებები "დაუსჯელი არასდროს უნდა დარჩეს".
25 აგვისტოს საგანგებო შეხვედრაზე ესპანეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებდა და ფეხბურთელი ტყუილში დაადანაშაულა.
რუბიალესი ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტობის თანამდებობიდან 11 სექტემბერს გადადგა.
30 ოქტომბერს კი FIFA-მ რუბიალესს სამი წლით საფეხბურთო აქტივობებში მონაწილეობა აუკრძალა.