რეკორდი

104 წლის ქალბატონმა პარაპლანით ფრენაში რეკორდი დაამყარა

104 წლის კვიპროსელი პეგი მაკელპაინი პლანეტის უხუცესი ადამიანი გახდა, ვინც პარაპლანით ფრენა შეასრულა. Dailymail – ინფორმაციით, ხანშიშესული ქალბატონი 730 – ზე მეტი სიმაღლის მთიდან პარაპლანით დაეშვა.

მაკელპაინისათვის, რომელიც ინვალიდის სავარძლით გადაადგილდება,  ეს პირველი რეკორდი არაა. იგი 5 წლის წინაც მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, თუმცა მოგვიანებით მისი შედეგი 101 წლის ამერიკელმა გააუმჯობესა.

„ფრენის თითოეული წუთით ვისიამოვნე. ვფიქრობ, წინა რეკორდთან შედარებით ახლა უკეთ გამომივიდა. იმ შემთხვევაში, თუ ჩემს შედეგს ვინმე გააუმჯობესებს, არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთხელ შევასრულო პარაპლანით ფრენა.“ – განაცხადა 104 წლის რეკორდსმენმა.

მაკელპაინის თქმით, მან პარაპლანით პირველად ჯერ კიდევ 1920 – იან წლებში იმოგზაურა. მანვე აღნიშნა, რომ სპორტის ექსტრემალური სახეობებით  80 წლის ასაკში დაინტერესდა.

კომენტარები