რეკორდი

ქართული რეკორდი შოკოლადის ჭამაში

შოკოლადის ათმა ქართველმა მოყვარულმა გინესის რეკორდების წიგნში მოხვედრა სცადა. როიტერის Reuters-ის ცნობით, მონაწილეებს 200 გრამი წონის ერთი თეთრი და ერთი შავი შოკოლადის ტრუფელი უნდა შეეჭამათ. გინესის რეკორდების წიგნს ჯერ-ჯერობით არ აქვს ანალოგიური ჩანაწერი. ქართველი სტუდენტი გიორგი ხარაზიშვილი გამარჯვებულად დასახელდა, მან 400 გრამი შოკოლადი ორ წუთსა და 45 წამში შეჭამა. გიორგის იმედი აქვს, რომ გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.

კომენტარები