დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი საქართველოს შესახებ

ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა 30 აპრილს ტელეკომპანია Fox News-სათვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. ბიზნესმენი საქართველოს 24 აპრილს ეწვია და ახალი პროექტის, ბათუმის Trump tower-ის პრეზენტაციას დაესწრო.

ჟურნალისტებთან საუბრისას მილიარდერმა აღნიშნა, რომ საქართველო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის სატელიტი იყო, ამჟამად  „დაუჯერებელი“  სისწრაფით ვითარდება.  

ტრამპის თქმით, იგი „დიდ მშენებლობას“ ახორციელებს საქართველოში, სადაც  ტურიზმი სწრაფად ვითარდება და ბათუმი ოთხ-ხუთ წელიწადში „მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ადგილი გახდება“.

ტრამპმა მიხეილ სააკაშვილს „მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ლიდერი“ უწოდა და განაცხადა, რომ „წამყვანი ქვეყნების ლიდერები იქ (საქართველოში ) ჩადიან, რათა ნახონ,  რასაც ის აკეთებს“.

კომენტარები