მართვის მოწმობა

მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის დიზაინი და კატეგორიები იცვლება. პრეზიდენტის ბრძანებულება ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში'' უკვე გამოქვეყნდა.

ბრძანებულებასთან თანდართული ახალი მართვის მოწმობის ფოტონიმუშის მიხედვით, ამ დრომდე არსებული ხუთი კატეგორია დაყოფილია 15 კატეგორიად: A- მოტოციკლეტი, B- მსუბუქი მანქანა, C- სატვირთო მანქანა, D- ავტობუსი, BE- მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE- მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE- მისაბმელიანი ავტობუსი, T- ტრაქტორი, A1- სკუტერი, B2- მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1- მცირე ზომის სატვირთო, D1- მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E- მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S- ექსკავატორი.

პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე ძალაშია და მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმება 1-ელი აგვისტოდან დაიწყება. 

კომენტარები