რუსი აქტივისტები

რუსი აქტივისტები ქრისტე-მაცხოვრის ტაძარში არ შეუშვეს

რუსული საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები ქრისტე-მაცხოვრის საკათედრო ტაძარში არ შეუშვეს. მოძრაობა ,,სოლიდარობის’’ წევრმა რომან დობროხოტოვმა, მხარდამჭერებს ტაძარში მისვლისკენ მოუწოდა, სადაც მათ ლოცვა ,,ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი’’ უნდა აღესრულებინათ.

აქციაზე მარლთმადიდებელი აქტივისტებიც მივიდნენ და ,,პროვოკაციის თავიდან აცილების მიზნით’’, პუტინის წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეები, ტაძარში არ შეუშვეს. ოპოზიციონერი რომან დობროხოტოვი პოლიციამ ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა და რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლა. ოპოზიციონერის გარდა პოლიციამ აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავა.

რომან დობროხოტივი აცხადებს, რომ აქტივისტები აქციისთვის პროვოკაციული სახის მიცემას არ აპირებდნენ და შესაბამისად აქციის არასანქცირებულად ჩათვლის მიზეზი არ არსებობდა.

ქრისტე-მაცხოვრის საკათედრო ტაძარში სკანდალური აქცია პანკ-ჯგუფმა Pussy Riot-მა თებერვალში მოეწყო. ჯგუფის წევრმა გოგონებმა ტაძარში პანკ-ლოცვა ,,ღვთისმშობელო, გააგდე პუტინი’’ შეასრულეს.

 

კომენტარები