პარლამენტი

პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს

პარლამენტში სამთავრობო საათი მიმდინარეობს, დეპუტატების შეკითხვებზე პასუხების გასაცემად უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამოცხადნენ: შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და  კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ  რურუა.

სამთავრობო საათი ფრაქცია "ერთობა სამართლიანობის" მოთხოვნის საფუძველზე  მოიწვიეს. სამთავრობო საათის  დაწყებამდე ამავე ფრაქციის თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე დაინტერესდა პარლამენტში მინისტრების მისვლის საკითხით, მას პარლამენტის თავმჯდომარემ განუმარტა, რომ იუსტიციის მინისტრის გარდა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, დეპუტატების წინაშე დღეს ოთხი მინისტრი წარსდგებოდა.

 

კომენტარები