ისრაელი-ირანი

ბენი განცს არ სჯერა, რომ ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის

ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს, ბენი განცს მიაჩნია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს არ შექმნის. ისრაელის ყოველდღიურ გაზეთ Haaretz-თან მიცემულ ინტერვიუში განცი აღნიშნავს, რომ ამის შესახებ ირანის უზენაეს ლიდერს, ალი ხამენეის გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. გენერალს მიაჩნია, რომ ირანის მთავრობა გონიერი ადამიანებისგანაა დაკომპლექტებული და ისინი არ გასცემენ ბრძანებას ატომური ბომბის შექმნასთან დაკავშირებით, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ მათი ატომური ობიექტების უსაფრთხოება გარანტირებული იქნება.

თეირანი დიდი ხანია ამბობს, რომ  ბირთვული პროგრამა  მშვიდობიან ხასიათს ატარებს, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებას ამის არ სჯერა. ბენი განცი ამბობს, რომ თუ ატომური იარაღი ისლამისტი ფუნდამენტალისტების ხელში მოხვდება, ეს დიდ საფრთხეს შეუქმნის როგორც ახლო აღმოსავლეთის რეგიონს, არამედ მთელ მსოფლიოსაც. ბენი განცი იმასაც აღნიშნავს, რომ ისრაელი საჭიროების შემთხვევაში მზად არის ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელოს.

 

 

 

კომენტარები