აშშ-საქართველო

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილემ თბილისში შეხვედრები გამართა

აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივნის მოადგილე ჯეინ ჰოლ ლუტი თბილისში, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიას და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ეკა ზღულაძეს შეხვდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული  ცნობით, ბათუ ქუთელიასთან შეხვედრაზე ჯეინ ჰოლ ლუტმა ღრმა მწუხარება გამოხატა ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის ვალერიან ხუჯაძის გარდაცვალების გამო და ხაზი გაუსვა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში ქართველი ჯარისკაცების მნიშვნელოვან კონტრიბუციას.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიბერ-უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

 

 

 

 

კომენტარები