კომუნიკაციები

მაგთი და სამსუნგი პარტნიორები ხდებიან

მობილური ოპერატორი მაგთიკომი და სამსუნგი სტრატეგიული პარტნიორები ხდებიან. ამის შესახებ 24 აპრილს სასტუმრო რადისონში გამართულ პრეზენტაციაზე ითქვა.

მაგთისა და სამსუნგის ერთობლივი აქციის ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, პირველ აგვისტომდე შეიძინოს სამსუნგის პრემიუმ კლასის ოთხი მოდელი, რომლებზეც მაგთისა და სამსუნგისგან საჩუქრად 1 წლის განმავლობაში ყოველთვე ერთი გიგაბაიტი ინტერნეტი გააქტიურდა.

რადისონში გამართულ შეხვედრაზე ამის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერა ხელი.

აქციაში ჩაერთვება მხოლოდ ის ტელეფონები, რომელთა დისტრიბუცია ოფიციალურად ხორციელდება სამსუნგის მიერ. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც მაგთიკომის ოფისებში, ასევე ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც სამსუნგის ჰოლოგრამიანი ტელეფონები იყიდება.

ვიდეო: მირიან ტორონჯაძე

კომენტარები