საქართველოს პარლამენტმა ცნობად მიიღო 2011 წელს საქართველოში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენება.
შესაბამისი დადგენილებით ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დაევალა მონიტორინგი განახორციელოს 2011 წელს საქართველოში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მოხსენებაში მითითებული ფაქტების პრევენციისა და რეკომენდაციების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებაზე.
პარლამენტში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი საანგარიშო მოხსენება 650 გვერდიანი იყო. მასში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პრობლემების მიმოხილვაზე.




