დონალდ ტრამპი

საქართველოს დონალდ ტრამპი ეწვია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა ამერიკელი მილიარდერის და მედია მაგნატის, დონალდ ტრამპის ავიალაინერი.
დღეს ტრამპი შეხვდება თბილისის მერს, გიგი უგულავას და ერთად დაათვალიერებენ თბილისის ძველ უბნებს.
მოგვიანებით დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები იქნება.
ხვალ დონალდ ტრამპი ჩავა ბათუმში, სადაც ტრამპთაუერის პროექტის პრეზენტაცია გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ტრამპის ორგანიზაციამ ინვესტიცია დააბანდა.

ტრამპთაუერის მშენებლობა ბათუმში 2013 წელს დასრულდება.
 

 

კომენტარები