ქართული ოცნება

დავით ბერძენიშვილი: ამომრჩევლისთვის პირველი ორიენტირი ივანიშვილია

 

დღეს, PrimeTime-ის პრეს-კლუბში გამართულ პრესკოფერენციაზე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ისაუბრა კოალიცია „ქართული ოცნების“ გაფართოებაზე და გასცა პასუხი შეკითხვას - " როცა კოალიციის ახალი წარმომადგენელი „მრეწველთა“ პარტიის თავჯდომრე გოგი თოფაძე არ მალავს, რომ წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების, ამომრჩეველმა კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემის შემთხვევაში ვის პოზიციას უნდა დაუჭიროს მხარი თოფაძის თუ რესპუბლიკელების?"

დავით ბერძენიშვილმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ „არც თოფაძე და არაც რესპუბლიკელები ამომრჩევლის პირველი ორიენტი არ არის. ნომერ პირველი ორიენტირი არის ბიძინა ივანიშვილი.“ 

"კოალიციაში მრეწველების გაერთიანება იყო ივანიშვილის გადაწყვეტილება, ის  არის გამოკვეთილი ლიდერი, რეიტინგი არის მისი, ნდობა არის მის მიმართ.“-განმარტა "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა და გაიხსენა, რომ  როდესაც ივანიშვილის კოალიცია 4 სუბიექტისგან  შედგებოდა, ამ სუბიექტებმა შეიმუშავეს და მიიღეს დეკლარაცია, რომელშიც გამოხატეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც უერთდდება კოალიციას, უერთდდება ამ დეკლარაციას. რაც შეეხება გოგი თოფაძის პიროვნულ პოზიციას. დიახ, ის ადასტურებს ამ პოზიციას, მაგრამ მისი პარტია სხვა პოზიციის გამომხატველი ყოფილა. 2007 წლის მარტში პარლამენტში ყველა საპარლამენტო ფრაქციამ ხელი მოვაწერეთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ამ დოკუმენტზე არის „მრეწველთა ფრაქციის“ ხელმძღვანელის ტყემალაძის ხელმოწერაც. თოფაძე მაშინაც თავის აზრზე იყო.“- განაცხადა დავით ბეძენიშვილმა.

გოგი თოფაძის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ კოალიცია“ ქართულ ოცნებას" ოფიციალუარდ ცოტა ხნის წინ შეუერთდდა. „ ჩვენ შევდივართ კოალიციაში, რადგან გვინდა რეჟიმის შეცვლა.“- განმარტა მაშინ თოფაძემ. მან დაადასტურა, რომ კვლავაც წინააღმდეგია საქართველოს ნატოში გაწევრიანების და დასძინა: „არც ის მომწონს, რომ ქართველი მეომრები იღუპებიან ავღანეთში, არ ვარ მომხრე ნატოში ინტეგრაციის, ამას ვამბობ 15 წელია.“

 

კომენტარები