Russia Today

ჯულიან ასანჟის გადაცემის პირველი სტუმარი ჰასან ნასრალა იყო

რუსეთის ტელეარხმა Russia Today-მ, რომელსაც რუსეთის მთავრობა აფინანსებს, საკუთარი ეთერი დაუთმო ჯულიან ასანჟის პირველ გადაცემას.

გადაცემაში ”მსოფლიო ხვალ” WikiLeaks-ის დამფუძნებლის პირველი სტუმარი იყო ექსტრემისტული  მოძრაობა ”ჰეზბოლას” ლიდერი ჰასან ნასრალა. ის კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელეს ტერორისტად მიაჩნიათ. ჰასან ნასრალა გადაცემის წამყვანს ბეირუთიდან ინტერნეტის მეშვეობით ესაუბრა და აღნიშნა, რომ მხარს უჭერს სირიასთან დიალოგს.

ბრიტანეთში გასამართლების შემდეგ ასანჟი თავდებით არის გათავისუფლებული და ცდილობს თავიდან აიცილოს შვედეთში ექსტრადიცია, სადაც წაყენებული აქვს სქესობრივი დანაშაულის ბრალდებები.

 

კომენტარები