რუსულმა პროპაგანდისტულმა სახელმწიფო მედიამ, Russia Today-მ საჩუქრების სახით შოკოლადისაგან დამზადებული სოლსბერის კათედრალი დააგზავნა.
შოკოლადის კათედრალის სურათები სოციალურ მედიაში დამოუკიდებელმა მედია საშუალება TV Rain-მა გაავრცელა.
"გვეწვიეთ ჩაიზე, მარტო ჭამა გვეშინია." წერენ ისინი.
შეგახსენებთ, რომ სწორედ Russia Today-ზე გავიდა ინტერვიუ ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის მოწამვლაში ბრალდებულ GRU-ს აგენტებთან.
ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა თქვეს, რომ სოლსბერიში ტურისტებად ჩავიდნენ და კათედრალი მოინახულეს.