ქართული ოცნება

ალასანია: აქციები საჭიროების მიხედვით დაიგეგმება

აქციები საჭიროების მიხედვბით დაიგეგმება, ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, აშშ-ის საელჩოში გამართული ვიდეოხიდის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, აქციები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.

"აქციები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ადამიანებს აქვთ უფლება, კანონის ფარგლებში საკუთარი პროტესტი გამოხატონ. გასაპროტესტებელი კი ჩვენს ქვეყანაში ყოველდღე ბევრი რამ ხდება. აქედან გამომდინარე, აქციები საჭიროების მიხედვით დაიგეგმება," - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. 

 

კომენტარები