აშშ-საქართველო

აშშ-დან საქართველოში წვრთნებისთვის 28 ჯავშანმანქანა ჩამოიტანეს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოში წვრთნებისთვის 28 ქვეითთა ჯავშანმანქანა ჩამოიტანა. შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, ქვეითთა ჯავშანმანაქანებს ფოთიდან კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში საქართველოს რკინიგზის საშუალებით გადაიტანენ.

ტელეკომპანია რუსთავის 2- ის ცნობით, ეს ტექნიკა ჯავშანსაწინააღმდეგო ნაღმებისგან ქვეითთა დასაცავადაა შექმნილი. მანქანები იმ ქართველი ჯარისკაცების მოსამზადებლად არის განკუთვნილი, რომელთაც ამერიკელი სამხედროები ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციისთვის წვრთნიან.

 

კომენტარები