დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი საქართველოში ჩამოდის

მილიარდერი და მედია მაგნატი დონალდ ტრამპი 21 აპრილს ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის. მისი ვიზიტის დროს ბათუმში პროექტის -ტრამპთაუერი -პრეზენტაცია გაიმართება. დიზაინზე მუშაობა უკვე დასრულებულია, პროექტის პრეზენტაციის შემდეგ კი მშენებლობისთვის აუცილებელი თანხის მოზიდვა დაიწყება. მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულდეს. ახალ კომპლექსში, სასტუმროსა და საცხოვრებელი ბინების გარდა, ოფისები და კაზინო განთავსდება. ცათამბჯენის აშენება თბილისშიც იგეგმება. ორივე ობიექტის მშენებლობა 250 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება.

ამერიკელი მილიარდერი საქართველოში ინვესტირებით აპრილში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამერიკაში ვიზიტისას დაინტერესდა. აპრილშივე გადაწყდა, რომ საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის პარტნიორი სილქროუდ ჯგუფი გახდებოდა. ივლისში სილქროუდ ჯგუფმა საქართველოში ტრამპის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კოენი ჩამოიყვანა. კოენმა თბილისსა და ბათუმში ინვესტირებისთვის მიმზიდველი 13 პოტენციური ადგილი დაათვალიერა. მან დაადასტურა, რომ ტრამპი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრით „განსაკუთრებით დაინტერესდა”.

საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ორგანიზაცია ინვესტიციას დააბანდებს.

 

კომენტარები