აშშ-საქართველო

სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იგეგმება

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ აღნიშნა, 16 აპრილს, ვაშინგტონში  დაგეგმილია   აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. კალანდაძის თქმით: „ეს არის იმ ოთხი ჯგუფიდან ერთ-ერთი და  ამ ეტაპზე ლაპარაკია დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრაზე."

საქართველოს  მხრიდან დელეგაციეს უხელმძღვანელებს, უშიშროების საბჭოსს მდივანი გიგა ბოკერია, ამერიკული მხარეს კი სავარაუდოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე  ევროპისა და ევრაზიის საკითხებში  ფილიპ გორდონი წარმოადგენს, - განაცხადა კალანდაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

ქარტიის ფარგლებში  კიდევ 3 ჯგუფი ფუნქციონირებს - თავდაცვის და უსაფრთხოების, ვაჭრობის და ეკონომიკის და ხალხებს შორის კონტაქტების და კულტურული გაცვლის მიმართულებებით.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია 2009 წლის იანვარში,  ვაშინგტონში გაფორმდა.

კომენტარები