სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ლეონიდ თიბილოვი ლიდერობს. ამის შესახებ კანდიდატის შტაბში განაცხადეს. თიბილოვის მხარდამჭერთა მონაცემებით, ოქმების 98 პროცენტის დათვლის შედეგად მან ხმათა 54 პროცენტზე მეტი მიღო. მისმა კონკურენტმა, დავით სანაკოევმა - 43 პროცენტი.
ლეიონიდ თიბილოვის მომხრეები გამარჯვების აღსანიშნავად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. საარჩევნო კომისიას მეორე ტურის წინასწარი შედეგები ჯერ არ გამოუქვეყნებია.




