მოსკოვის საპატრიარქო

ვსევოლდ ჩაპლინმა მოცარტი ბრიტნი სპირსს შეადარა

მოსკოვის საპატრიარქოს ეკლესიასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ვსევოლოდ ჩაპლინმა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მუსიკა დაიწუნა. მან თქვა რომ მოცარტის ნაწარმოებების დიდი ნაწილი „პაპსაა.“

„მე არ მიყვარს მოცარტი, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანწილად ის თავისი დროის ბრიტნი სპირსია. ცალკეული გენიალური გამონათებების გამოკლებით, მოცარტი წერდა ერთფეროვან პაპსას“- განაცხადა რუსმა დეკანოზმა ერთ-ერთი დისკუსიისას.

ვსევოლოდ ჩაპლინი ხშირად გამოხატავს რუსეთის ეკლესიის პოზიციას. მანვე არც თუ დიდი ხნის წინ ერთ-ერთმა პირველმა მოითხოვა ცნობილი პანკ-ჯგუფის წევრების დასჯა, მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციის გამო.

 

კომენტარები