ტრეილერი

ხოდორკოვსკი თბილისში

აპრილს, 20 საათზე, კინოთეატრ ამირანში, 61-ე ბერლინალეს სენსაციად ქცეული დოკუმენტური ფილმის - „ხოდორკოვსკის“ სპეციალური ჩვენება გაიმართება . თბილისური პრემიერა ეროვნული კინოცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება. ჩვენებას დაესწრებიან ფილმის რეჟისორი - კირილ ტუში და პროდიუსერი - სიმონე ბაუმანი.

კირილ ტუშის გახმაურებული დოკუმენტური ფილმი ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის და ახლა ქვეყნის ყველაზე ცნობილი პატიმარი ისტორიას ასახავს.

„ხოდორკოვსკი“ პირველად 2011 წელს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროგრამა „პანორამაში“ აჩვენეს. ფესტივალზე ფილმის ჩვენება შეფერხდა, რადგან კინოფირი ორჯერ მოიპარეს, თუმცა საბოლოოდ ჩვენება მაინც შედგა და ნავთობის მაგნატის ისტორიის კინოვერსიას სრული ანშლაგი მოჰყვა.

ხოდორკოვსკი უკვე წლებია პუტინის პოლიტიკის მსხვერპლი და რუსეთის ნომერ პირველი პატიმარია. სკანდალური ფილმი ოლიგარქის შესახებ რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი კინოსურათია, რაც კი ბოლო დროს შექმნილა.

 

კომენტარები