ქართული ოცნება

ივანიშვილი ვახტანგ კომახიძესთან საკუთარ წარმომადგენელს გააგზავნის

 ბიძინა ივანიშვილის აზრით, ლაპარაკი იმაზე, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ამ ეტაპზე არარეალურია, თუმცა ”მომავლისთვის მათ მზაობა ექნებათ,”- მოჰყავს სააგენტო ”პირველს” მისი სიტყვები.

”დღეს კიდევ აქვთ ეიფორია იმის, რომ შეუძლიათ, არჩევნების ძალადობისა და დაშინების გზით მოგება. ცოტა მოგვიანებით, როდესაც გააცნობიერებენ, რომ ეს არ გამოვა, რა თქმა უნდა, ასეთი საშიშროება გაიზრდება. მე ამას ვაცნობიერებ, მაგრამ ეს არ შეცვლის და არ შეაფერხებს საარჩევნო პროცესს და ჩემს ქმედებას.” -უთხრა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა ჟურნალისტებს ვახტანგ კომახიძის მიერ facebook-ში გავრცელებული განცხადების კომენტირებისას, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ივანიშვილმა იქვე  დაადასტურა, რომ რომ აპირებს საკუთარი წარმომადგენელი გააგზავნოს კომახიძესთან შესახვედრად, მისგან დაზუსტებული ინფორმაციის მიღების მიზნით.

ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ ( მან 2010 წელს მიიღო თავშესაფარი შვეიცარიაში) სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება და მასში აღნიშნა, რომ ფლობს ინფორმაციას  საფრთხეზე, რომელიც  ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლეს” საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ემუქრება და შეიძლება მაშინ განხორციელდეს, როცა იგი რეგიონებს ესტუმრება.”

2010 -ში, კომახიძემ შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მიზეზად დაასახელა საფრთხე, რომელის მისი მტკიცებით საქართველოში დარჩენის შემთხვევაში, ქვეყნის ხელისუფლებისგან თავად  მას  ემუქრებოდა. მაშინ, კომახიძე აცხადებდა, რომ ემუქრებოდნენ მას შემდეგ. რაც 2009-ში ცხინვალში ჩავიდა, აგვისტოს ომის შესახებ მასალების მოსაგროვებლად. ”ქართულ ოცნებაში” კომახიძის მიერ facebook-ში გავრცელებული განცხადება სერიოზულად მიიღეს.

ვახტან კომახიძეს  კომახიძეს შვეიცარიაშ ჩააკითხავს ივანიშვილის წარმომადგენელი, თუმცა, ”ქართული ოცნების” ლიდერის პრეს-სამსახურში ”ტაბულას” უთხრეს, რომ ჯერ არ  არის დაზუსტებული როდის მოხდება ეს. 

 

კომენტარები