ფეხბურთი

U19: ნაკრებმა მზადება დაიწყო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, რომელიც მალე ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ჩაერთვება, მეორე მოსამზადებელი შეკრება დაიწყო. გუნდის თავკაცმა ოთარ კორღალიძემ შეკრებაზე შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ლევან ტყეშელაშვილი (დინამო), დავით ლეგაშვილი (უკლუბო), რობერტ იმერლიშვილი (მერანი)

მცველები: თორნიკე გრიგალაშვილი, თედო გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე (ზესტაფონი), ნიკა სანდოხაძე, გიორგი გაგნიძე (დინამო), ლევან გეგეჭკორი (მერანი), კოტე ზარნაძე (ბაია), გიორგი ჯგერენაია (გაგრა), დავით კოხია (ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგა, რუსეთი)

ნახევარმცველები: გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ბუბა რუხაძე (დინამო), ნიკა ჭკუასელი, ნოდარ კიკნაველიძე (გაგრა), ლაშა სილაქაძე (ტორპედო), ვაკო ყაზაიშვილი (არნემის ვიტესი, ჰოლანდია)

თავდამსხმელები: გიორგი ფანცულაია (ტორპედო), ავთო ენდელაძე (ბაია), გურამ სამუშია (ზესტაფონი), დავით გელაშვილი (სპარტაკი)

შეკრება 10 აპრილამდე გაგრძელდება, შემდეგ კი კორღალიძის გუნდი პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირში ჩაერთვება: 12 აპრილს ქართველი 19-წლამდელები ფრანგებს დაუპირისპირდებიან, 13 აპრილს ირლანდიელებს, 14-ში კი სერბეთს შეხვდებიან.

ელიტ-რაუნდის პირველ შეხვედრას ჩვენი გუნდი 25 მაისს ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართავს, 27 მაისს ხორვატიას დაუპირისპირდება, 30 მაისს კი ავსტრიას შეხდება. ტურნირს ხორვატია უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კორღალიძის ხელმძღვანელობით გუნდმა უკვე ჩაატარა ორი საერთაშორისო შეხვედრა - კვიპროსელ თანატოლებთან ორივე პაექრობა ფრედ, 1:1 და 0:0 დაასრულა.

 

კომენტარები