ქართული ოცნება

ქეთი დოლიძემ პარტიაში შესვლა გადაწყვიტა

ქეთი დოლიძე ბიძინა ივანიშვილის პარტიაში გაწვერიანდება. ამის შესახებ დოლიძემ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "მოხარული ვარ რომ გადავწყვიტე, არასდროს არ გადამიდამს ეს ნაბიჯი, ყოველთვის უარს ვამბობდი, მაგრამ, მგონია, დღეს აუციელებლია. აუცილებლად შევდივარ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში, აუცილებლად! რა თქმა უნდა კოალიციაში.“- აღნიშნა ივანიშვილთან შეხვედრის ირგვლივ საუბრისას რეჟისორმა და დასძინა: „ჩვენ ვილაპარაკეთ საქართველოს ისტორიაზე, ჩვენ ცხოვრებზე, იმაზე რაც გვტკივა, რაც გასაკეთებელია ჩვენს ყოფაში, კულტურაში.  ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ღმერთმა ადამიანს მისცა არის სიცოცხლე და ეს სიცოცხელ ისე უნდა გაიაროს, რომ ბოლოს არ შერცხვეს. ნუ გეშინაით! იმიტომ რომ ცხოვრება ერთია და მერე, ყველა ან იქით მოვხვდებით ან აქეთ.  დასაკარგი აღარაფერი აღარ არის, ჩვენს უკან არის ჩვენი ქვეყანა.“

კომენტარები