საპარლამენტო უმრავლესობის გეგმით, პარლამენტის დეპუტატად შესაძლებელი გახდება პირის არჩევა, რომელსაც შეუსრულდა 21 წელი. მოქმედი კანონმდებლობით დეპუტატად ასარჩევი პირის მინიმალური ასაკი 25 წელია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილების ინიციატივით მმართველი პარტია გამოდის. „მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ახალგაზრდებისათვის უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო ცხოვრებაში,“ – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა. „მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნება ნებისმიერ ადამიანს 21 წლის ასაკიდან“, – აღნიშნა მან.
tbl.ge/10ti
დაკოპირდა
ამავე თემაზე
- 3-4 მაისს პარლამენტში მხოლოდ დეპუტატები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან
- სეფაშვილი ოდიშარიაზე: ძალიან კარგი, რომ ბოდიში მოიხადა, დაუშვებელია კერძო საუბრის ჩაწერა
- სუბარი: გირჩს, მავნებლური ტერმინის, გენდერის გაუქმებაშიც სჭირდება მხარდაჭერა
- პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა კარვებზე კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- კობახიძე: პროვოკაციების პრევენციის მიზნით, პარლამენტი კარვებზე კანონს ამ კვირაში მიიღებს




