აშშ-საქართველო

მაიკლ ტერნერი: საქართველოს უნდა მიეცეს საშუალება გახდეს ნატოს წევრი

კანონპროექტი  ”NATO-ს გაფართოების აქტი 2012” მოუწოდებს პრეზიდენტ ობამას ”გაუძღვეს NATO-ს მცდელობებს" მაისის ჩიკაგოს სამიტზე, რათა უზრუნველყონ საქართველო, ისევე როგორც ბოსნია-ჰერცეგოვინა, NATO-ს გაწევრიანების ნათელი საგზაო რუკის მინიჭებით.  მისი ავტორი  აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მაიკლ ტერნერი. 

”ამ ქვეყნებს აქვთ საერთო მიზანი გათავისუფლდნენ ტირანიისგან და გააჩნიათ დაცულობის სამართლიანი მოთხოვნა. მე მოვიწვიე ჩემი კოლეგები, რათა ვაცნობო მათ,  რომ ისეთი ქვეყნებს, როგორიცაა ბოსნია, მაკედონია, მონტენეგრო და საქართველო უნდა მიეცეთ ნატოს წევრობის საშუალება. ‘’ - განაცხადა ტერნერმა, ნატოს გაფართოების  აქტის  წარდგენისას. პროექტი  ითვალისწინებს დახმარების გაწევას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ნატოში გაწევრიანებას ესწრაფვიან. ცოტა ხნის წინ ნატოს გაფართოების შესახებ კანონპროექტი სენატს რიჩარდ ლუგარმაც წარუდგინა. ამ  რესპუბლიკელმა სენატორმა მოუწოდა ბარაკ ობამას, მიმდინარე წლის მაისში, ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე წარმოადგინოს კონკრეტული ”საგზაო რუკა” საქართველოს, ბოსნია ჰერცეგოვინას, მაკედონიისა და მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

კომენტარები