აშშ-თურქეთი

აშშ-ის პრეზიდენტმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა სირიის საკითხზე იმსჯელეს

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა სეულში, სირიის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სამხრეთ კორეაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის წინ, აშშ -ის პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ბარაკ ობამასთან საუბრისას ერდოანმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სირიის საკითხში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას. თურქეთის პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ სირიის ერთწლიანი საშინაო კონფლიქტის პირობებში თურქეთს ამ ქვეყნის 17000-მა მცხოვრებმა შეაფარა თავი. თურქული მედიის ცნობებით, შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ირანის, რუსეთის და ჩინეთის პოლიტიკა სირიასთან მიმართებით.

კომენტარები