”აღმოსავლეთის პარტნიორობა”

თბილისში ევროკავშირ -აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ფორუმი გაიხსნა

თბილისში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტის ორგანიზებით, ”ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის” პირველი ფორუმი გაიხსნა. ფორუმზე განსახილველ საკითხებს შორის იყო : აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ევროკავშირის როლი, ვაჭრობა და ინვესტიციები, რეგიონული უსაფრთხოება და სტაბილურობა, აგრეთვე, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხი . ევროკავშირის წევრი დ პროგრამში - „აღმოსავლეთ პარტნიორობა“- ჩართული ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ, საქართველოს განვითარების შემაფერხებელ მთავარ ფაქტორად დაასახელა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და იქვე აღნიშნა: "ჩვენ არასოდეს გადაგვიდგამს ის ნაბიჯი, რომელიც რუსი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული. ჩვენი მხრიდან ადგილი არ ჰქონია არც ეკონომიკურ, არც სავაჭრო, არც ენერგეტიკულ ემბარგოს, არც ეთნიკური ნიშნით მოქალაქეების დევნას, რასაც სამწუხაროდ, რუსეთის მხრიდან ქართველების მიმართ ჰქონდა ადგილი."

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დემოკრატიზაციის მნიშვნელობაზე. "დემოკრატია 24 საათში არ მიიღწევა, ამ მიმართულებით მუშაობა არ უნდა შეწყდეს და ქვეყნებმა მეტი შედეგი უნდა აჩვენონ.“- თქვა დიმიტროვმა. სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, ფორმზე გამოსვლისას ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დემოკრატიის გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება მომავალი არჩევნები. გიორგი ბარამიძემ კი განაცხადა, რომ საქართველო ჩააბარებს გამოცდას, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებას უკავშირდება.

 

კომენტარები