თავის ამასწინანდელ განცხადებასათან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩენილ შეკითხვებს ირაკლი ალასანია უპასუხებს ბრიფინგზე, რომელიც , სავარაუდოდ, სამშაბათს გაიმართება - ამის შესახებ დღეს "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.
პარასკევს კი თავად ირაკლი ალასანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რომ ხელისუფლების მიმართ გამოთქმულ ბრალდებასთან დაკავშირებით არგუმენტებს ორშაბათს, ბრიფინგზე წარმოადგენდა.
თავისუფალი-დემოკრატების ლიდერმა ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა და გამოთქვა მოსაზრება, რომ მის მიერ ნახსენებ ”ფორმირებებს” ხელისუფლება არჩევნების შემდეგ, ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს. ალასანიამ ეს მოსაზრება ელჩებთან შეხვედრაზე გამოთქვა და საქართველოს ქალაქებში ჰომსის რეალობა არ გამორიცხა. მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "მინდა, გადავთარგმნო, რას ნიშნავს ეს – დაიმუქრნენ ათასობით ადამიანური მსხვერპლით, ასეულობით და ათასობით შენობის დანგრევით, ქალაქების მიწასთან გასწორებით, თავმოჭრილი ბავშვებით, ერთი სტყვით – კატასტროფით. მინდა, ყველას გავახსენო, რომ ახლა არის 2012 წელი და არა 1992."




