ქართული ოცნება

ალასანია შეიარაღებული ჯგუფების შექმნის თემაზე ბრიფინგს გამართავს

”თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ცნობა, რომ მომავალ კვირაში გამართავს სპეციალურ ბრიფინგს და მას საქართველოში შეიარაღებული ჯგუფების შექმნის თემას მიუძღვნის. ივანიშვილის კოალიციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ვიქტორ დოლიძემ აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უთხრა, რომ ალასანიას არგუმენტები აქვს და მათ პრესკონფერენციაზე, ორშაბათს წარმოადგენს. 

მოგვიანებით გავრცელდა  თავად ირაკლი ალასანიას  მოკლე განმარტება.  მან  თქვა, რომ ”დასავლეთ საქართველოში შეიქმნა სამართლადამცველების მხრიდან ინიცირებული გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, ”  თავისუფალი-დემოკრატების” ლიდერმა გამოთქვა მოსაზრება, რომ მის მიერ ნახსენებ ჯგუფებს” არჩევნების  შედეგებით უკმაყოფილიყო სააკაშვილი  საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებს.”

გუშინ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ირაკლი ალასანიამ აღნიშნა: ”მე მინდა ყურადღება მიაპყროთ იმას, თუ რა ხდება დასავლეთ საქართველოში. რატომ ყალიბდება გასამხედროებული ჯგუფები და ვინ აიარაღებს მათ.” მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ სააკაშვილის ბოლოდროინდელი რიტორიკა სამოქალაქო ომისთვის  მზადებაზე მიანიშნებს.

 

 

კომენტარები