აშშ-საქართველო

თბილისში ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების საკითხი განიხილეს

გუშინ , თბილისში, საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს მაღალი რანგის დელეგაციას უმასპინძლა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის მოადგილის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის საკითხებში ენდრიუ ვებერის, ამერიკის ვოლტერ რიდის საჯარისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელის და სხვა პირების შემადგენლობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეებმა კონკრეტული მიმართულებები და დარგები განიხილეს. მათ საქართველოსთვის და ზოგადად, რეგიონისთვის ქართულ-ამერიკული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ლაბორატორია უკვე შექმნილია და უახლოეს მომავალში პირველი კვლევებიც დაიწყება.

ქართულ-ამერიკული პარტნიორობის ფარგლებში, ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სამხედრო მკვლევარები იმუშავებენ.როგორც საუბრისას აშშ-ს მხარემ აღნიშნა, ეს ლაბორატორია არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის, ბიოლოგიური კვლევისა და სურსათის უვნებლობის მხრივ.

 

კომენტარები