Forbes-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ქონება 2012 წლის მონაცემებით 6,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. გასულ წელს ეს მაჩვენებლი 5,5 მილიარდი იყო, რაც ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონება ერთი წლის მანძილზე 900 მილიონი დოლარით გაიზარდა. მილიარდერთა მსოფლიო რეიტინგში ივანიშვილს 153-ე ადგილი უკავია,ის საფრანგეთის მოქალაქეა და მეექვსედ სახელდება საფრანგეთის ყველაზე მდიდარ მოქალაქეებს შორის.




