პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც , გუშინ გაიმართა მისი და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა. ”ერთ-ერთი მთავარი, რისთვისაც ყოველთვის მიხარია ჩვენ ძმასთან, ილხამთან შეხვედრა არის ის, რომ საკითხები წყდება სწრაფად, ოპერატიულად, ეფექტურად, შინაარსობრივად და მუდმივად ვნახულობთ გამოსავალს”, - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეხვედრის შემდეგ. საქართველოს და აზერბაიჯანის ურთიერთობას მან მისაბაძი უწოდა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რკინიგზის დიდ პროექტში ორი ქვეყნის მონაწილეობაზე. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებისთვის მარტო წელს აზერბაიჯანის მხრიდან 320 მილიონი დოლარი იდება საქართველოს ტერიტორიაზე,” ამ რკინიგზაზე ივლის როგოც სამგზავრო, ისე სატვირთო შემადგენლობები და წელს უკვე საცდელი მატარებლებიც გავა.ეს არის ჩვენი ფანჯარა ევროპაში, ჩვენი რეგიონის ფანჯარა ევროპაში.ყარსი–თბილისი–ახალქალაქის რკინიგზით, თანამედროვე ვაგონებით, უახლოეს წლებში 2 მილიონი ადამიანის გადაადგილება იგეგმება ევროპის მიმართულებით - ე.ი. აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთისა და ევროპის მიმართულების დამაკავშირებელი რკინიგზით.”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მან ისაუბრა ახალ შეთანხმებებზეც,
შეხვედრის შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა: ”კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ჩვენს შორის არავითარი პრობლემა არ არსებობს და ჩვენს თანამშრომლობას დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონისთვისაც. მოხარული ვარ, რომ აზერბაიჯანული კომპანიები დიდ ინვესტიციებს დებს საქართველოში. ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკული პროექტები -ბაქო-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პარლამენტში და თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი იმაზე თავისუფლად და მყარად დგანან ფეხზე, ვიდრე ოდესმე.” უკან დასაბრუნებელი გზა არ იქნება.”- აღნიშნა სააკაშვილმა თავის მიმართვაში და დასძინა: ” ამჯერად, მონობის პერიოდის მოჩვენებები ვერ გადაწონიან თავისუფლების ჩვენს ამჟამინდელ წყურვილს. მჯერად, საქართველომაც და აზერბაიჯანმაც შექმნა ისეთი სახელმწიფოებრიობა, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია და ისინი თავისუფალი ერების მსოფლიო საზოგადოებაში გაერთიანდნენ; შექმნეს ალიანსები და პარტნიორობები, რომლებიც დაიცავენ მათ დამოუკიდებლობას.ახლა 2012 წელია და ყველამ უნდა გაითავისოს, რომ 2012 წელს საბჭოთა კავშირის გვამის გაცოცხლების მცდელობები კრახისთვის არის განწირული.”