პრეზიდენტის ვიზიტი

მიხეილ სააკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა

აშშ-დან საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების 48-ე კონფერენციას დაესწრება.

კონფერენციის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და აუდიტორიის წინაშე ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთანაც გამართავს შეხვედრებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმაღლესი დონის ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა ნატო-ს გენერალური მდივანი, სხვადასხვა სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები.

კომენტარები