დღეს, 2 მარტს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ქართველი კინორეჟისორის, მხატვრის და მთარგმნელის, ლანა ღოღობერიძის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება, სახელწოდებით „ფრანგული პოეზია“.
საღამოზე გაჟღერდება შარლ ბოდლერის, პოლ ვალერის, პოლ ვერლენის, გიიომ აპოლინერის, პოლ ელუარის, ჟაკ პრევერის შედევრები, რომელსაც თიბისი გალერეაში თავად მთარგმნელი წაიკითხავს.
„ფრანგული პოეზია“ გაფორმებულია ლანა ღოღობერიძის ილუსტრაციებით.
მისამართი: მარჯანიშვილის 7




