თიბისი გალერეა

პროექტი „ქართული მხატვრობა“

დღეს, 24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში ავთო ვარაზის ნამუშევრების და პროექტის „ქართული მხატვრობა“ პრეზენტაცია გაიმართება.

ავთო ვარაზი პირველი ქართველი ხელოვანია, რომლის ნამუშევრები და ცხოვრების დეტალები ერთ გამოცემაშია თავმოყრილი.

ქართველი ფერმწერი და საქართველოს დამსახურებული მხატვარი 1977 წელს გარდაიცვალა, სიცოცხლის მანძილზე მან ვერ შეძლო თავი მოეყარა საკუთარი ნამუშევრებისთვის და ერთ სივრცეში წარმოადგინა ისინი. მხატვრის ნამუშევრების პირველი გამოფენა, ავთო ვარაზის გარდაცვალების შემდეგ ჩატარდა, თიბისი გალერეაში წარმოდგენილი ტილოები, ფერმწერის რიგით მესამე გამოფენა იქნება.

ავთო ვარაზის ნამუშევრები ინახება: საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, სურათების ეროვნულ გალერეაში, ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ზიმერლის ხელოვნების მუზეუმში (ნიუ-ჯერსი) და კერძო კოლექციებში

თიბისი ბანკის საგამოფენო დარბაზში ავთო ვარაზის 21 ნამუშევარი, 5 დღის მანძილზე იქნება წარმოდგენილი, ნახატები გამოტანილია კერძო კოლექციებიდან.

პროექტს „ქართველი მხატვრობა“ ქარჩხაძის გამომცემლობა, თიბისი ბანკთან და ჟურნალ „ტაბულასთან“ ერთად ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, თვეში ერთხელ გამოიცემა ცნობილი ქართველი მხატვრების ალბომები.

მთელი წლის მანძილზე საზოგადოებას საშუალება მიეცემა გაეცნოს 12 გამოჩენილი მხატვრის ნამუშევრებს და ბიოგრაფიას.

„ქართული მხატვრობა“ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ცალკე, ასევე ჟურნალ „ტაბულასთან“ ერთად.





კომენტარები